ხელოვნურ ინტელექტზე დღემდე სიფრთხილით და აღფრთოვანებით მსჯელობენ. პროფესიონალების ხელში ის საუკეთესო ინსტრუმენტია. AI (ხელოვნური ინტელექტი) ეპოქას მიღწევებიც აქვს და საკმარისი დილემებიც. National Geographic საქართველოს ნოემბრის ნომრის ხუთნაწილიანი სტატია გაგაცნობთ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ინტელექტთან ერთად ხელოვნურსაც იყენებენ ნეიროქირურგიაში, სეისმოლოგიაში, კოსმოსის კვლევაში, პაპირუსის გრაგნილებისა თუ ცხოველთა კომუნიკაციის გაშიფვრაში.
ჟურნალისტი და მწერალი პოლ სალოპეკი მეთორმეტე წელია განაგრძობს მსოფლიოს გარშემო ფეხით სიარულს. სტატიაში „დიდი ლაშქრობის აჩრდილთა ნაკვალევზე“ ჩინეთის წითელი არმიის მიერ 90 წლის წინ განვლილ გზასა და ქვეყნის აწმყოზე გვიყვება. 2015 წელს კალიფორნიელი ჟურნალისტი საქართველოს სტუმრობდა. იმ პერიოდში პოლ სალოპეკი მუშაობდა პროექტზე ,,გამოსვლა ედემიდან" და უძველესი ადამიანების მიგრაციის კვალდაკვალ, საქართველოშიც შემოვიდა. კომპანია სილქნეტის ორგანიზებით, მის ლექციას დაესწრნენ მეცნიერები და სტუდენტები.
„თამამი გეგმა: ევროპის გაველურება“ - ამ სათაურით National Geographic საქართველოს ნოემბრის ნომერში მკითხველი გაეცნობა რუმინეთის კარპატებში უძველესი ეკოსისტემების აღდგენის ამბიციური პროექტის მიმდინარეობას.
ტრადიციულად „საქართველოს ევროპული ისტორიის“ რუბრიკა კიდევ ერთ მნიშვნელოვან საარქივო ფურცელზე გვიყვება. ესაა XIX საუკუნის ფრანგულ ილუსტრირებულ პრესაში გამოქვეყნებული ახალციხის გრავიურა.
ერთ სამეცნიერო ჟურნალში National Geographic ყოველთვიურად თავს იყრის მრავალფეროვანი თემები, ავტორთა სტატიები, უახლესი სამეცნიერო კვლევები, პროფესიონალი ფოტოგრაფების მიერ აღბეჭდილი უნიკალური კადრები, საბუნებისმეტყველო, ისტორიული, ტექნოლოგიური თუ სოციალურ- ეკონომიკური სიახლეები. ჟურნალი 25 ენაზე 100-ზე მეტ ქვეყანაში ვრცელდება. მათ შორისაა საქართველოც, სადაც კომპანია სილქნეტის მხარდაჭერით, 2012 წლიდან ქართულ ენაზე გამოიცემა National Geographic საქართველო.
ექსკლუზიურ ფასად თბილისში, სილქნეტის სამ ოფისში: პირველი რესპუბლიკის მოედანი #1; ცინცაძის #2; ყაზბეგის #14; შესაძლებელია ჟურნალის შეძენა. ასევე, სილქნეტის მომხმარებელი, ჟურნალის გამოწერის შემთხვევაში, ფასდაკლებით მიიღებს ყოველ ახალ ნომერს ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ მისამართზე. სტუდენტებისთვის მოქმედებს ფასდაკლება.