GE EN

მსოფლიო

რუსეთის არმიამ კიევის ოლქში ენერგოინფრასტრუქტურის ობიექტებს შეუტია

პარასკევის, 6 ნოემბრის ღამეს, უკრაინის კიევის ოლქი რუსეთის შეიარაღებული ძალების მორიგი თავდასხმის ქვეშ მოექცა, — განაცხადა რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტიმურ ტკაჩენკომ. მისი თქმით, შედეგად ბორისპილის რაიონში სამი ადამიანი დაშავდა, დაიწვა კერძო საცხოვრებელი სახლი და სამეურნეო ნაგებობა.

1793975580

2026 წელი, შესაძლოა, დაკვირვების ისტორიაში მეორე ყველაზე ცხელი წელი გახდეს

ამ მონაცემებს დედამიწაზე დაკვირვების პროგრამა Copernicus-ის გუნდი პარასკევს, 6 ნოემბერს გამოქვეყნებულ ყოველთვიურ ანგარიშში აქვეყნებს. ის, შესაძლოა, ყველაზე ცხელი წელიც გახდეს — მეცნიერები ამის ალბათობას 20 პროცენტად აფასებენ. აქამდე ასეთი წელი 2024 იყო.

1793971980

მელონიმ, უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში არსებული ქაოსის გამო, ევროკავშირი გააკრიტიკა

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ მკაფიოდ განსაზღვრა მოითხოვა, თუ ვინ წარმოადგენს ევროკავშირს უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებზე. "მე კვლავ ვითხოვ, რომ ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდეს, კონკრეტულად ვინ დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროკავშირის სახელით და რა მანდატით", - მისწერა მელონიმ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიუ კოშტას წერილში, რომელსაც სააგენტო dpa ციტირებს.

1793965792

CAS-მა რუსეთის ჰოკეისტების საერთაშორისო ტურნირებზე დაშვების გადაწყვეტილება განმარტა

ლოზანაში მდებარე სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) კომენტარი გააკეთა 30 ოქტომბრის საკუთარ გადაწყვეტილებაზე 2026/2027 წლების სეზონში ყინულის ჰოკეიში რუსეთის ნაკრებების ხუთ საერთაშორისო ჩემპიონატზე დაშვების შესახებ. "CAS-ის წარმომადგენლებმა ამ დადგენილებაზე არაერთგვაროვანი რეაქცია ცნობად მიიღეს", — ნათქვამია სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

1793963149

ბერლინი კიევისთვის დამატებით 100 მილიონი ევროს გამოყოფას გეგმავს

გერმანიის ფედერალური მთავრობა გეგმავს, უკრაინას კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის მხარდასაჭერად დამატებით 100 მილიონი ევრო გამოუყოს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-მა გერმანიის ფინანსთა სამინისტროს მიერ ბუნდესტაგის საბიუჯეტო კომიტეტისთვის გაგზავნილ წერილზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია.

1793961131

საფრანგეთში მასშტაბურ საპროტესტო აქციებზე 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

5 ნოემბერს, საფრანგეთის დიდ ქალაქებში კვლავ გაიმართა მასშტაბური დემონსტრაციები, რომელთა მონაწილეებიც მინიმალური ხელფასის გაზრდას ითხოვდნენ.

1793958819

ტრამპმა უკრაინის საკითხზე მასშტაბური შეთანხმება დააანონსა, რომელიც ევროპასაც შეეხება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში შეხვედრა გამართა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელთან, რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, კირილ დმიტრიევთან. საუბრის დასრულების შემდეგ, თეთრი სახლის ლიდერმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების მიზნით მასშტაბური შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობაზე მიანიშნა.

1793956098

მელანია ტრამპმა თეთრ სახლში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლები მიიღო

აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ მისი მონაწილეობით მიღწეული ექვსდღიანი ზავი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში, უფრო მყარ მშვიდობას მოიტანს. ამის შესახებ მან 5 ნოემბერს, თეთრ სახლში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

1793954160

ბაიბა ბრაჟე: მშვიდობა უკრაინაში მისაღები უნდა იყოს კიევისა და ევროკავშირისთვის

აშშ-ის შუამავლობით უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის ახალ მოლაპარაკებებამდე რამდენიმე დღით ადრე, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ დადებითად შეაფასა ვაშინგტონის ძალისხმევა უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად. აბუ-დაბიში მოლაპარაკებების ნებისმიერი შედეგი მისასალმებელი იქნება, თუკი ის განაპირობებს მყარ მშვიდობას და მას მიესალმება კიევის ხელისუფლება, განაცხადა მან DW-სთან ინტერვიუში.

1793949060

შვედეთმა საზღვრებზე კონტროლი გაახანგრძლივა და რუსეთის მხრიდან არსებულ საფრთხეზე მიუთითა

შვედეთის ხელისუფლებამ შენგენის ზონის ქვეყნებთან საზღვრებზე კონტროლის შესახებ გადაწყვეტილების მოქმედების ვადა 6 თვით გაახანგრძლივა და პირველად ახსნა ეს ზომები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის ომის შედეგად წარმოქმნილი საფრთხეებით. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა უსაფრთხოების სფეროში არსებული ვითარების შეფასების შემდეგ, რომლის დროსაც საზოგადოებრივი წესრიგისა და შიდა უსაფრთხოების მიმართ სერიოზული საფრთხე გამოვლინდა, განაცხადა მთავრობამ სტოკჰოლმში.

1793946655

ევროპაში, ერთ დღე-ღამეში, დაახლოებით 20-მა რეისმა ბომბის მუქარის შესახებ შეტყობინება მიიღო

5 ნოემბერს, ევროპის ქვეყნებს შორის მოძრავმა, სულ მცირე, 19-მა რეისმა ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობების არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინება მიიღო. ბოლო სამი დღის განმავლობაში ამან უკვე მეორედ გამოიწვია პრობლემები რეგიონის საავიაციო მიმოსვლაში, იუწყებიან სააგენტო dpa და BBC.

1793945276

გერმანიაში ელექტრომობილებზე მოთხოვნა წლიურად 80%-ით გაიზარდა

გერმანიაში ელექტრომობილებზე მოთხოვნა მაღალი რჩება და ზრდას განაგრძობს. ავტოტრანსპორტის ფედერალური უწყების (Kraftfahrt-Bundesamt, KBA) მონაცემებით, 2026 წლის ოქტომბერში დარეგისტრირებული დაახლოებით 254 500 ახალი მსუბუქი ავტომობილიდან 94 ათასამდე სრულად ელექტრო იყო — ეს მაჩვენებელი დაახლოებით 80%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

1793888469

შვეიცარიამ ფრიდმანი და უსმანოვი სანქციების სიიდან ამოიღო

შვეიცარიამ რუსი მეწარმე მიხეილ ფრიდმანი და ბიზნესმენი ალიშერ უსმანოვი ამოიღო სანქციების სიიდან, რომლებიც უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის გამო დაწესდა. ამის შესახებ მონაცემები შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნომ (SECO) გამოაქვეყნა.

1793885760

გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 2011 წლის შემდეგ მინიმუმამდე შემცირდა

გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ ახალი განაცხადების რაოდენობა 2026 წლის ოქტომბერში 2011 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ მაჩვენებლამდე შემცირდა. ამის შესახებ გაზეთი Bild გერმანიის ფედერალური შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება.

1793879495

FT: ტრამპის დიზელის გარიგება რუსეთთან ჩაშლის საფრთხის წინაშეა

აშშ-ისკენ მიმავალი სამი ნავთობტანკერიდან ორმა, რომლებსაც რუსული საწვავი გადაჰქონდა, კურსი შეცვალა, რამაც საფრთხის ქვეშ დააყენა თეთრი სახლის ლიდერს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის რუსული დიზელის საწვავის შესყიდვისა და იმპორტის შესახებ მანამდე დადებული შეთანხმება. ამის შესახებ Financial Times წერს..

1793877300

მერცი: ტრამპის პოლიტიკაში ცვლილებებს არ ველოდები

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა თავშეკავებულად გააკეთა კომენტარი აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების წინასწარ შედეგებზე და აღნიშნა, რომ ქვეყნის კონსტიტუცია პრეზიდენტს საშუალებას აძლევს, პოლიტიკა დიდწილად კონგრესისგან დამოუკიდებლად განსაზღვროს. ამის შესახებ სააგენტო dpa იუწყება.

1793874900

უკრაინამ რიაზანზე დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანა: ხანძარი გაჩნდა ნავთობგადასამუშავებელ ქარხანასა და Wildberries-ში

რიაზანის ოლქი ხუთშაბათს, 5 ნოემბერს, ღამით, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების მასშტაბური იერიშის სამიზნე გახდა. რეგიონის გუბერნატორმა, პაველ მალკოვმა განაცხადა, რომ რიაზანში სამრეწველო საწარმოების ტერიტორიაზე ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად ხანძარი გაჩნდა, ხოლო ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანებამ ქალაქის ზოგიერთ რაიონში ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა გამოიწვია. მისივე ინფორმაციით, დაშავდა ერთი ადამიანი.

1793871871

ზელენსკი, დემოკრატების გამარჯვების შემდეგ, აშშ-ისგან მეტ მხარდაჭერას ელოდება

აშშ-ის შუალედურ არჩევნებში დემოკრატიული პარტიის გამარჯვების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ კიევი ვაშინგტონის მხრიდან უფრო დიდ მხარდაჭერას მიიღებს. ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა ტელეკომპანია ZDF-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

1793867447

ნორვეგიამ, ფინეთმა და პოლონეთმა რეზერვისტების მომზადება გააძლიერეს

ნორვეგია, ფინეთი და პოლონეთი, რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული საფრთხეების ფონზე, მოსახლეობის სამხედრო მომზადების პროგრამებს აფართოებენ. ქვეყნებში ტარდება სწავლებები მოსახლეობის სამხედრო მომზადების, უპილოტო საფრენი აპარატების მართვის, დაჭრილებისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენისა და რეზერვისტების შეკრების მიმართულებით. ამის შესახებ გაზეთი Bild წერს.

1793865131

ბავარიის ვიცე-პრემიერი ბერლინის ცენტრში მდებარე სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს

ბავარიის ეკონომიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი ჰუბერტ აივანგერი ბერლინში გარდაცვლილი იპოვეს. სააგენტო dpa-ს ცნობით, აივანგერი სიტყვით უნდა გამოსულიყო თავისი პარტიის, "თავისუფალი ამომრჩევლები" ბერლინის ოფისის გახსნაზე, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გამოსვლა გააუქმა, რის შემდეგაც კონტაქტზე აღარ გამოსულა. მოგვიანებით, 55 წლის პოლიტიკოსი ბერლინ-მიტეს რაიონში, ფრიდრიხშტრასეს ქუჩაზე მდებარე სასტუმრო Neuer Fritz-ის ნომერში იპოვეს, წერს Bild.

1793862406

ჩინეთმა ტრამპის, სი ძინპინისა და პუტინის შესაძლო მოლაპარაკებები დაადასტურა

ჩინეთმა პირველად დაადასტურა, რომ სი ძინპინის, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შესაძლო სამმხრივ შეხვედრაზე მოლაპარაკებებს მართავს. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მაო ნინგმა განაცხადა.

1793860615

ევროკომისია: უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს გააგრძელებენ

ევროკომისიამ 4 ნოემბერს, ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნებისთვის გაფართოების შესახებ ყოველწლიური განახლებული პაკეტი და დოკუმენტები წარადგინა.

1793858086

უკრაინამ ადიღეში Ozon-ის ლოგისტიკურ ცენტრზე იერიში მიიტანა

ადიღეში მდებარე Ozon-ის ლოგისტიკურ ცენტრს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები დაესხნენ თავს. ამის შესახებ მარკეტპლეისის პრესსამსახურმა Telegram-ში განაცხადა.

1793802610

დონალდ ტრამპი: მზად ვარ, ვაღიარო არჩევნების შედეგები, მოუთმენლად ველით დემოკრატებთან თანამშრომლობას

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა არჩევნების ოფიციალური შედეგები სრულად ცნოს და დემოკრატიულ პარტიასთან კონსტრუქციული თანამშრომლობა დაიწყოს.

1793799295

პოლონეთში "მსურველთა კოალიციიდან" 11 მოკავშირის წვრთნები გაიმართება

გერმანიისა და "მსურველთა კოალიციაში" შემავალი კიდევ 10 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები 9-დან 22 ნოემბრამდე მიიღებენ მონაწილეობას სამხედრო წვრთნებში სახელწოდებით Koalicja პოლონეთსა და თურქეთში, უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფის მიზნით მოქმედებების დასახვეწად. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ თავის ვებგვერდზე განაცხადა.

1793793596