"ვერანაირად ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ ქვეყანამ გადაუხვია ევროატლანტიკურ გზას. ეს ბევრჯერ იქნა განმარტებული, ბევრი ჩემი კოლეგის მიერ, პოლიტიკოსის მიერ და ვერანაირი საბუთი იმისა, რომ ქვეყანამ გადაუხვია ამ გზას, არ არსებობს. " - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა BMGTV-ის საავტორო გადაცემა „წერტილის" ჟურნალისტთან ინტერვიუს დროს განაცხადა.
"მე ადრეც დავაფიქსირე და ვთქვი, რომ ჩვენ მოსკოვში არავის გავყევით, ასე რომ, მცდარი თქვენი მოსაზრება, რომ ქვეყანამ გადაუხვია.
12 წელია ვუყურებ ამას, აქ ვცხოვრობ და ვუყურებ, და კი არ გადაუხვია, აბსოლუტურად ევროპისკენ წავიდა. რა გამოვიარეთ, ამის შეკავება შეუძლებელია. ყველაფერს გადააჭარბეთ უკვე, მადლიერების, საქმიანი მიდგომის, ადამიანობის" - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა "ბიემჯისთან" ინტერვიუში.