ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა"ბიემჯიტვ"-ის საავტორო გადაცემა „წერტილის" ჟურნალისტთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვლმა
"ჩვენი მომავალი არის მსოფლიოს ვითხოვოთ ნეიტრალიტეტი. ჩვენ ამ წუთს ძალა არ შეგვწევს "მონსტრებთ" ჩვენ დემოგრაფიული პრობლემები გვაქვს. ჩვენ უნდა ვიყოთ მშვიდად, ჩვენი ქვეყანა ვაშენოთ, შვეიცარია გავხდეთ...
მივმართავ იმ 4 პარტიას, რომელმაც ბარიერი გადალახა, ქართველი ერი არ დაივიწყებს იმას, ვინც პირველი გადადგამს ნაბიჯს შერიგებისთვის.
ჯანდაბას ყველაფრის თავი, ჩემი ერისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის შევდივარ ხვალ პარლამენტში, იმისთვის რომ სიმშვიდე იყოს, ვთმობ ყველა ჩემს ამბიციას, ვინც პირველი ამას იტყვის... ისტორიაში შედიან. ისტორიაში შედიან 1 წუთში სამუდამოდ" - განაცხადა ბიზნესმენმა.
ჟურნალისტის რეპლიკაზე, მოდით "ოცნებასაც" ურჩიეთ, ბიძინა ივანიშვილსაც ურჩიეთ, როგორ შევიდეს ისტორიაში 1 წუთში რისი გაკეთებაც შეუძლია ახლა.
"ბიძინა ივანიშვილი უკვე შევიდა ისტორიაში. დღეს რომ დაამთავროს მოღვაწეობა შევიდა უკვე ისტორიაში. ისტორია იტყვის, რომ ჩვენ ქვეყანა ომი ააცილა. " - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.