GE EN

დღის სიახლეები

ბანკები

საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები

თანამედროვე სამყაროში ცოდნისა და ახალი უნარების განვითარება სულ უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის. საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ხელს უწყობს ახალგაზრდებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას, ტექნოლოგიური და პროფესიული უნარების განვითარებას და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას. ამ მიზნით, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს.

1791811838

ბიზნესი

მსოფლიო

კანადა რუს ჰოკეისტებს 2027 წლის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ქვეყანაში არ შეუშვებს

კანადა 2027 წლის ყინულის ჰოკეის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად ქვეყანაში შესვლაზე უარს ეტყვის ყველა რუს სპორტსმენს, თუნდაც მათ მოქმედი ვიზები ჰქონდეთ. ასეთი განცხადება კანადის სპორტის მინისტრმა ადამ ვან კუვერდენმა გააკეთა.

1794493257

ზელენსკი: არმია კვლავ აფიქსირებს შეფერხებებს Starlink-ის მუშაობაში

უკრაინის არმია კვლავ წააწყდა Starshield-ის — Starlink-ის თანამგზავრული კავშირის "სამხედრო პაკეტის" — სიჩქარის შეზღუდვას. "ჩვენი ქვედანაყოფები, სამწუხაროდ, უკვე რამდენიმე დღეა, აფიქსირებენ მნიშვნელოვან შეფერხებებს Starshield-ის მუშაობაში უკრაინის ტერიტორიაზე: მთელი ფრონტის ხაზზე და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე", — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, Starshield-ის მუშაობის შეზღუდვა გამოვლინდა საათში 161 კილომეტრის სიჩქარეზე.

1794490500

სხვა სიახლეები

კალასი: რუსეთი, სავარაუდოდ, გატაცებულ ბავშვებს უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად აგზავნის

ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა დაუშვა, რომ რუსეთი გატაცებულ უკრაინელ ბავშვებს უკვე აგზავნის მშობლიური ქვეყნის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამის შესახებ მან ბრიუსელში, ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე განაცხადა, რომელიც რუსეთში იძულებით გადაყვანილ და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ბავშვებს მიეძღვნა.

1794484318

იტალიაში, ერთ დღე-ღამეში, აფეთქების მუქარის შემცველი წერილების გამო, 300 სკოლიდან ევაკუაცია განხორციელდა

იტალიაში, სულ მცირე, 300 სკოლიდან ევაკუაცია განხორციელდა დანაღმვის შესახებ მასობრივად დაგზავნილი ელექტრონული წერილების შემდეგ, - განაცხადა ქვეყნის განათლების მინისტრმა ჯუზეპე ვალდიტარამ ტელეარხ La7-ის ეთერში. საერთო ჯამში, ასეთი ელექტრონული წერილები 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 6300-მა სასწავლო დაწესებულებამ მიიღო, - იუწყება სააგენტო Reuters სამინისტროს პრესმდივანზე დაყრდნობით.

1794481555

ევროკავშირში უკრაინის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას ჯერ არ ელიან

ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ, ვერ შეთანხმდებიან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების თაობაზე მოლაპარაკებებისთვის ერთიანი სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნაზე. ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა 11 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეჭვი ეპარება მსგავსი გადაწყვეტილების მიღებაში პარასკევს, 13 ნოემბერს, დუბლინში დაგეგმილ ევროკავშირის არაფორმალურ სამიტზე. მსგავსი შეფასება მანამდე გამოცემა DW-ს სამიტის მომზადებასთან დაახლოებულმა წყარომაც მიაწოდა.

1794479760

ესპანეთში ხელმისაწვდომი საცხოვრებლის მოთხოვნით მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა

ესპანეთში, საყოველთაო გაფიცვის დასასრულს, ქვეყნის რამდენიმე ქალაქში ათიათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა ცხოვრების ხარჯების ზრდისა და ხელმისაწვდომი საცხოვრებლის დეფიციტის გასაპროტესტებლად.

1794477357