დღეს „აზერბაიჯანული ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა და კურსი შეიცვალა, აქთაუს აეროპორტიდან სამ კილომეტრში ჩამოვარდა. ბორტზე 62 მგზავრი და ეკიპაჟს ხუთი წევრ იმყოფებოდა.

მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით, რომელიც 25 დეკემბერს "აზერბაიჯანის ავიახაზების" თვითმფრინავმა განიცადა, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოში სამძიმრის წიგნი გაიხსნება.

საელჩოს მისამართია: თბილისი, ვახტანგ გორგასალის ქუჩა 4. მოქალაქეებს შეუძლიათ ესტუმრონ საელჩოს ხუთშაბათს 10:00 საათიდან 13:00 საათამდე და 15:00 საათიდან 18:00 საათამდე.

სამძიმრის გამოცხადება შესაძლებელი იქნება ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: tbilisi@mission.mfa.az.

ყაზახეთის ქალაქ აქთაუს აეროპორტთან „აზერბაიჯანის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ბოლო მონაცემებით, ავიაკატასტროფას სამგზავრო ლაინერის 67 მგზავრიდან 32 გადაურჩა. დაშავებულთა ნაწილის მდგომარეობა მძიმეა. ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან.

ყაზახეთში ავიაკატასტროფის გამოძიების დასრულებამდე, „აზერბაიჯანის ავიახაზებმა“ გროზნოსა და მახაჩყალის მიმართულებით ფრენები შეაჩერა.