2025 წელს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 808 მილიონ ლარს. გამოყოფილი თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია:

სურსათის უვნებლობა, მცენარეთა დაცვა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა - 72 მილიონ ლარზე მეტი;

მევენახეობა-მეღვინეობის განვითარება - 81 მილიონ ლარზე მეტი;

ერთიანი აგროპროექტი - 350 მილიონ ლარზე მეტი;

სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაცია - 129 მილიონ ლარზე მეტი;

გარემოსდაცვითი ზედამხედველობა - 30 მილიონი ლარი;

დაცული ტერიტორიების სისტემის ჩამოყალიბება და მართვა - 28 მილიონ ლარამდე;

სატყეო სისტემის ჩამოყალიბება და მართვა - 25 მილიონ ლარამდე;

გარემოს დაცვის სფეროში პროგნოზირება, შეფასება, პრევენცია და მონიტორინგი - 33 მილიონ ლარზე მეტი.