ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2025 წელს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 3 მილიარდ 85 მილიონი ლარის ოდენობით, რაც 2024 წლის დამტკიცებულ გეგმას  577 მილიონი ლარით აღემატება. გამოყოფილი თანხები ძირითადად, მიიმართება შემდეგი პროგრამების განხორციელებაზე:

·     სკოლამდელი და ზოგადი განათლება - 1 მილიარდ 903 მილიონ ლარზე მეტი. პროგრამის ფარგლებში, 75,0 მლნ ლარი გათვალისწინებულია საჯარო სკოლების კომპიუტერული ტექნიკითა და ლაბორატორიებით აღჭურვისათვის. ასევე, გათვალისწინებულია მანდატურებისა და საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ხელფასების             10-პროცენტიანი ზრდა;

·     პროფესიული განათლება - 149 მილიონი ლარი;

·     უმაღლესი განათლება - 171 მილიონ ლარზე მეტი;

·     მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა - 86 მილიონ ლარზე მეტი;

·     ინკლუზიური განათლება - 82 მილიონ ლარზე მეტი;

·     ინფრასტრუქტურის განვითარება - 538 მილიონ ლარზე მეტი, მათ შორის:

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება - 467 მილიონ ლარზე მეტი. გარდა ამისა, ამავე მიმართულებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებულია 141  მილიონი ლარი და ჯამში, სკოლების ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი თანხა 600 მილიონ ლარს აჭარბებს;

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება - 66 მილიონი ლარი;

უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება - 30,0 მილიონი ლარი;

ახალგაზრდობის ხელშეწყობის მიმართულებით გამოყოფილია 14 მილიონ ლარამდე.