უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, კიევზე რუსეთმა ჩრდილოკორეული წარმოების ბალისტიკური რაკეტით მიიტანა იერიში.
"წინასწარი ინფორმაციით, რუსებმა ჩრდილოეთ კორეის მიერ წარმოებული ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს. ჩვენი სპეცსამსახურები ამოწმებენ ყველა დეტალს. თუ ჩრდილოეთ კორეაში ამ რაკეტის წარმოების შესახებ ინფორმაცია დადასტურდება, ეს გახდება რუსეთისა და ფხენიანის დანაშაულებრივი ალიანსის კიდევ ერთი მტკიცებულება.
ერთად ადამიანებს კლავენ და სიცოცხლეს დასცინიან – ეს არის მათი თანამშრომლობის ერთადერთი აზრი. რუსეთი მუდმივად იყენებს ასეთ იარაღს - რაკეტებს, არტილერიას. ფხენიანმა კი მოიპოვა შესაძლებლობა, თავისი იარაღი უფრო სასიკვდილო გახადოს რეალურ საომარ პირობებში", - წერს ზელენსკი.
Debris removal operations are still ongoing in Kyiv following the Russian missile strike. The relatives and loved ones of those who may still be trapped under the rubble are there – on the scene of the rescue operation. Rescuers, emergency services, and everyone who is helping… pic.twitter.com/00chnCndrC
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) April 24, 2025