უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, 23 აპრილს ლონდონში უკრაინის, ევროპის და აშშ-ს წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრაზე სამშვიდობო შეთანხმების ახალი, მრავალპუნქტიანი ვერსია შემუშავდა.

ამასთან დაკავშირებით მან 24 აპრილს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, სირილ რამაფოსასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. 

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დოკუმენტი, რომელიც ლონდონში გამართული მოლაპარაკებების შედეგად მომზადდა, ამჟამად, სავარაუდოდ, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მაგიდაზეა.

"შეერთებული შტატების წინადადების შემდეგ გაჩნდა სხვა დოკუმენტებიც და მე ვფიქრობ, რომ დღეს ეს ფორმატი, ეს დოკუმენტი პრეზიდენტ ტრამპის მაგიდაზეა," - თქვა ზელენსკიმ.