"ვამზადებთ ჩვენს იურიდიულ რეაქციას და ევროპელ და სხვა პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ კონკრეტულ მოქმედებებზე. გავეცი დავალება შესაბამისი სასანქციო გადაწყვეტილებების მომზადებაზე", - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.
მისი თქმით, "ის, თუ როგორ უბიძგებს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ქვეყანას რუსეთზე აშკარა დამოკიდებულებისკენ, ცხადია, არ არის ერთი ხალხისა და მხოლოდ ჩვენი რეგიონის პრობლემა".
"ეს უბრალოდ სამარცხვინოა, რეებზეც მიდიან ისინი ახლა საკუთარი ხალხისავე წინააღმდეგ. როცა მოსკოვში აქებენ საქართველოს ამ ხელისუფლებას, ეს მკაფიოდ უსვამს ხაზს, ვისზე მუშაობენ ისინი ახლა თბილისში და ვისთვის არბევენ პროტესტებს. ეს ნამდვილად არ კეთდება საქართველოსთვის", – განაცხადა მან.