ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, მინდელის ქ. N10-ში საგზაო პროექტი მიმდინარეობს. სამუშაოებისას, დაახლოებით, 2000 კვ. მ ფართობის გზა მოწესრიგდება. აღნიშნულ ტერიტორიაზე ტექნიკის საშუალებით ეწყობა გზის ახალი საფუძველი, ბორდიური და ასფალტის საფარი დაიგება. საგზაო პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 234 000 ლარია. ადგილობრივ მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი მაჟორიტარ დეპუტატთან ბექა გელენავასთან ერთად შეხვდა.

გარდა ამისა, გზის საფარი კიდევ ერთ მისამართზე, ვაკეში, აბაშიძის N18ა-ში განახლდა. საგზაო ინფრასტრუქტურა, დაახლოებით, 600 კვ. მეტრზე მოწესრიგდა - მოეწყო ახალი ბორდიური და ასფალტი დაიგო. საგზაო პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 36 000 ლარს შეადგენს.