ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნუცუბიძის II მიკრორაიონში II კვარტლის N2 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერი განახლდება. 

დაახლოებით, 1400 კვ. მ ფართობის ტერიტორია სხვადასხვა ზონებად დაიყოფა. მოეწყობა საბავშვო-გასართობი მოედანი, ფიტნეს ზონა, დასასვენებელი პავილიონი. გარდა ამისა, სივრცეში დამონტაჟდება სხვადასხვა ტიპის საპარკო სკამები, სანაგვე ურნები, მოეწყობა კიბე, განათების ქსელი. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასკვნით ეტაპზე სკვერი გამწვანდება. 

დასასვენებელი სივრცის განახლების პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 346 000 ლარს შეადგენს.