ვაკის რაიონის გამგებელი და მაჟორიტარი დეპუტატი მოქალაქეებთან შეხვედრებს განაგრძობენ. ამჯერად, ლევან ყიფიანი და ბექა გელენავა მოქალაქეებს ქავთარაძის N51-ში შეხვდნენ, მათი საჭიროებები განიხილეს და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
ადგილობრივებთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად, აღნიშნულ მისამართზე გამგეობა დასასვენებელი სივრცის მოწყობას გეგმავს. ტერიტორიის ფართობი 1535 კვ.მ-ია.
მოეწყობა საყრდენი კედელი, ღობე და კიბე; დასასვენებელ სივრცეში განთავსდება საბავშვო-გასართობი მოედანი ატრაქციონებით რბილ საფარზე, ასევე, მოეწყობა სავალი ბილიკები, დამონტაჟდება საპარკო სკამები, მათ შორის საქანელა სკამები, ტერიტორია განათდება და გამწვანდება.


