ვაკის რაიონის გამგეობა ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას განაგრძობს. 

ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, წყნეთში, აკაკი წერეთლის ქუჩის N2-ში არსებული სპორტული მოედანი განახლდება. დაახლოებით 500 კვ.მ ფართობის კომბინირებულ მოედანზე დაიგება რბილი საფარი, დამონტაჟდება ფეხბურთისა და კალათბურთის სათამაშოდ აუცილებელი ინვენტარი, ასევე გულშემატკივართა 20-ადგილიანი ტრიბუნა, განახლდება ღობე და მოეწყობა კიბე. 

სპორტული მოედნის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 292 000 ლარს შეადგენს.