ვაკის რაიონის გამგეობისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანამშრომლობით, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, მიმდინარე წელს 291 სარეაბილიტაციო პროექტი დაფინანსდა. 

სხვადასხვა ტიპის სამუშაოებს შორის, 102 მისამართზე რეაბილიტირდა მრავალბინიანი სახლების სახურავები და წყალსაწრეტი მილები, 100 მისამართზე განახლდა ამორტიზებული ლიფტები, 28 მისამართზე კი წყლისა და წყალარინების ქსელები მოწესრიგდა. 

ჯამში, ყველა სარეაბილიტაციო სამუშაოს შესასრულებლად გამგეობის ბიუჯეტიდან 8 343 000 ლარი იყო გამოყოფილი.  

კანონმდებლობით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ერთობლივად მართვა მესაკუთრეებს ეკისრებათ. გადაწყვეტილებები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე, ამხანაგობის ყველა წევრის
ჩართულობით მიიღება.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ წესის თანახმად, გამგეობის მიერ სამუშაოების განხორციელებისას, პროექტების ღირებულების 5-10% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება.

ამხანაგობა ვალდებულია, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა განახორციელოს.