ხელოვნური ინტელექტით დაინტერესებული გოგოებისთვის საქართველოს ბანკი, Mastercard-თან და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) თანამშრომლობით ერთობლივ პროექტს - AI სტიპენდია გოგოებისთვის ახორციელებს.
სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადი 1500-ზე მეტმა მსურველმა შეავსო. გამარჯვებულების ვინაობა კი მალე გახდება ცნობილი.
ინიციატივის ფარგლებში, სტიპენდიატები მიიღებენ 100%-იან დაფინანსებას საქართველოს ბანკის პარტნიორ პროფესიულ აკადემიებში, შემდეგ კურსებზე:
Academy of Digital Industry
ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული კურსი
AI ChatBots
Smart Academy
ხელოვნური ინტელექტი პრაქტიკაში
Skillwill
ხელოვნური ინტელექტი საოფისე სამუშაოსთვის
ScaleUp
ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა მეცნიერება
Tbilisi School of Communication
ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები
AI Agents & Automations
AI ბიზნესის განვითარებაში
AgileSchool
AI Automation
სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულების შერჩევა წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით მოხდება, რასაც თითოეული აკადემია ინდივიდუალურად განსაზღვრავს.

