ვაკის რაიონის გამგეობა ავალიშვილის ქ. N8-ის და გაბუნიების ქ. N11-ის მიმდებარედ ორ დასასვენებელ სივრცეს განაახლებს. 

ინფრასტრუქტურული პროექტების შესაბამისად, აღნიშნულ ტერიტორიებზე იგება ახალი ფილები, იცვლება საპარკო ავეჯი, დაიგება რბილი საფარი და დამონტაჟდება სანათები. გარდა ამისა, გაბუნიების ქუჩაზე მდებარე სივრცეში განახლდება სპორტული მოედანიც. ორივე პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 165 000 ლარი გამოიყო.