ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჭავჭავაძის N39-ში დასასვენებელი სივრცის განახლება მიმდინარეობს.

ტერიტორია აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით, განახლდა სპორტული მოედანი, მოეწყო დასასვენებელი პავილიონი და საბავშვო მოედანი. გარდა ამისა, ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. სკვერისა და სტადიონის გარდა ამავე მისამართზე გზა, წყალარინების ქსელი, ლიფტები და საერთო სარგებლობის კიბეები განახლდა. სკვერის განახლება ასევე ჭავჭავაძის გამზირის N43-ში მიმდინარეობს. 1600 კვ. მ ფართობის ტერიტორია შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება, სკვერში განთავსდა საბავშვო-გასართობი მოედანი, მოეწყობა მოსასვენებელი პავილიონი და ფიტნეს ზონა. პროექტის ბოლოს კი გამწვანების სამუშაოები ჩატარდება. ადგილობრივ მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი შეხვდა.