ვაკის რაიონის გამგეობაში კომპანია „GWP“-ს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
2026 წლის გეგმები ვაკის რაიონის გამგებელ ლევან ყიფიანთან „GWP“-ს ტექნიკურმა დირექტორმა გიგა ნადირაძემ და კომპანიის წარმომადგენლებმა განიხილეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები ბექა გელენავა და ალექსანდრე ასათიანი, ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილეები და განყოფილებების უფროსები.
დეტალურად განიხილეს საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები და იმ ქუჩების ჩამონათვალი, სადაც სამუშაოები კომპანია “GWP”-ს ჩართულობით უნდა განხორციელდეს.

