ვაკის რაიონის გამგეობა განაგრძობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.
ნუცუბიძის III მ/რ-ის I კვარტლის N10-11 კორპუსების მიმდებარედ გზის საფარი განახლდა. საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, ტერიტორიაზე წყალარინების ქსელი რეაბილიტირდა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ადგილობრივ მოსახლეობას მოუგვარდა წლების განმავლობაში არსებული პრობლემები.
ამასთანავე,, ტერიტორიაზე მოეწყო დასასვენებელი სივრცე - დამონტაჟდა შესაბამისი ინვენტარი, მოეწყო დასასვენებელი პავილიონი, საბავშვო მოედანი და გაკეთდა საფეხმავლო ბილიკები. ასევე, აშენდა გრუნტის დამჭერი კედელი და კიბე.

