ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ცხვედაძის ქუჩის N60-ის მიმდებარედ ფერდის დამჭერი კედლის მოწყობა მიმდინარეობს.
უსაფრთხოების მიზნით აშენებული კედლის სირგძე, დაახლოებით, 86 მეტრი, სიმაღლე კი 10 მეტრამდე იქნება. სამუშაოებისას ტერიტორიაზე ჯამში 2100 მეტრი სიგრძის - 262 ხიმინჯი მოეწყობა.
მიმდინარე სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი პარლამენტის დელეგატ ზურაბ რურუასთან და მაჟორიტარ დეპუტატ ალექსანდრე ასათიანთან ერთად გაეცნო.

