ვაკის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობას განაგრძობს. ამჯერად, წყალარინების ქსელის განახლება ვაჟა-ფშაველას III კვარტლის N19 კორპუსთან მიმდინარეობს.  

პროექტს, გამგეობის დაკვეთით, შპს "ოკრიბა" აწარმოებს.

სამუშაო პროცესს ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი მაჟორიტარ დეპუტატთან ბექა გელენავასთან ერთად გაეცნო.

კანონმდებლობით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ერთობლივად მართვა მესაკუთრეებს ეკისრებათ. გადაწყვეტილებები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ამხანაგობის ყველა წევრის ჩართულობით მიიღება. 

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის წესის თანახმად, გამგეობის მიერ სამუშაოების განხორციელებისას, პროექტების ღირებულების 5-10% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება.