ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, წყნეთში დიმიტრი ამილახვრის ქუჩა განახლდება. 
ტერიტორიაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები კომპანია GWP-მ უკვე გამოცვალა. ამის შემდეგ კი გამგეობა საგზაო პროექტს დაიწყებს.

10 000-ზე მეტი კვ.მ ფართობის ქუჩაზე მოწესრიგდება გზის საფარი, დაიგება ასფალტი და მოეწყობა სანიაღვრე ქსელი. 
საგზაო პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 1 100 000 ლარს შეადგენს. 
ამავე ქუჩაზე, ამილახვრის N23-ში, დაახლოებით, ერთ ჰექტარ ფართობზე,  განახლდება დასასვენებელი სივრცე, სადაც სხვადასხვა ასაკისა და ინტერესის ადამიანებისთვის კომბინირებული სივრცე განთავსდება.

პროექტის მიმდინარეობისას,  ტერიტორიაზე არსებული სპორტული მოედნის მოწესრიგებაც იგეგმება.