ვაკის რაიონის გამგეობა სხვადასხვა უბანში გზების განახლების პროცესს აგრძელებს.

ამჯერად, წყნეთში კიდევ ერთი - ქაქუცა ჩოლოყაშვილის  ქუჩა მოწესრიგდება.  პროექტის ფარგლებში, 6500 კვ. მ ფართობის ტერიტორიაზე დაიგება ასფალტის ახალი საფარი, მოეწყობა  ბორდიური და, საჭიროებისამებრ, სანიაღვრე ქსელი.  

საგზაო პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 744 000 ლარს შეადგენს.