ხელოვნებათმცოდნეებთან, მშენებლებთან, კონსტრუქტორებთან და დიზაინერებთან ერთად ოძისში განთავსებულ დავით და გიორგი ერისთავების სასახლეს ესტუმრნენ.
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარე წელს დაგეგმილია აღნიშნულ სასახლეში სარემონტო და სექსპოზიციო სამუშაოების დაწყება, ასევე ხელოვნების სასახლის რესტავრატორების მონაწილეობით მოხდება გიორგი და დავით ერისთავების კუთვნილი მემორიალური ნივთების რესტავრაცია. შეგახსენებთ რომ ერისთავების სასახლე XVI-XIX საუკუნეების ქართული საერო არქიტექტურის უნიკალური ძეგლია და სოფელ ოძისში საოკუპაციო ზოლთან ახლოს მდებარეობს, დაგეგმილი ახალი ექსპოზიცია კი დავით და გიორგი ერისთავების ცხოვრებასა და ქართული თეატრის მრავალსაუკუნოვან წარსულს მიეძღვნება

