მწვანე სივრცეების შექმნა ვაკის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, წყნეთში, ამილახვრის N19-ში არსებული სკვერი განახლდა. სამუშაოებისას 1 000-მდე კვ. მ ფართობზე მოეწყო ბავშვთა-გასართობი ზონა, განახლდა მემორიალი, დამონტაჟდა ყველა შესაბამისი საპარკო ავეჯი, მოეწყო განათებისა და სარწყავი ქსელები. პროექტის დასკვნით ეტაპზე, სკვერი გამწვანდა.

შესრულებულ სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი პარლამენტის წევრ, ვაკის რაიონის დელეგატ ზურაბ რურუასთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან ალექსანდრე ასათიანთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

სულ, მიმდინარე წელს 9 დასასვენებელი და სპორტული სივრცე კაპიტალურად მოეწყო და რეაბილიტირდა, 26 სივრცე კი ნაწილობრივ განახლდა.