მოგეხსენებათ, TEKNOFEST  არის დიდი ტექნოლოგიური ფესტივალი და კონკურსი თურქეთში, სადაც ახალგაზრდები მონაწილეობენ სხვადასხვა ტექნოლოგიურ პროექტებში — რობოტიკა, დრონები და სხვ.

სწორედ, წლევანდელი TEKNOFEST 2026,  თურქეთის ქალაქ შანლიურფაში, GAP-სი აეროპორტში გაიმართება — კონკურსებზე განაცხადების მიღება დაიწყო.

Aktual.ge-ის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაცია თურქეთის T3 ფონდმა  გაავრცელა.

განაცხადის შესატანად შეგიძლიათ ეწვიოთ შემდეგ ბმულს:
https://www.teknofest.org/tr/yarismalar/how-to-apply/ 

ცნობილია, რომ TEKNOFEST 2026-ის ფარგლებში საერთო ჯამში 75 მილიონი თურქული ლირის ოდენობის პრიზები გაიცემა.

„წელს ქალაქი შანლიურფა უმასპინძლებს TEKNOFEST 2026-ს-  ავიაციის, კოსმოსისა და ტექნოლოგიების ფესტივალს, რომლის კონკურსებისთვისაც განაცხადების მიღება უკვე დაიწყო.   კონკურსები გათვალისწინებულია განათლების ყველა საფეხურის ახალგაზრდებისთვის — საშუალო სკოლიდან მაგისტრატურის ჩათვლით, ამასთანავე, სტარტაპებსაც ექნებათ შესაძლებლობა წარმოაჩინონ საკუთარი უნარები.

როდის გაიმართება TEKNOFEST 2026?

TEKNOFEST 2026 გაიმართება 30 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით. ტექნოლოგიური კონკურსებისთვის განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 20 თებერვალი.

წელს TEKNOFEST-ის ფარგლებში კონკურსები ჩატარდება 52 სხვადასხვა კატეგორიასა და 127 ქვეკატეგორიაში. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს „ფოლადის გუმბათი“ — საჰაერო თავდაცვის სისტემების კონკურსი.

აღსანიშნავია, რომ TEKNOFEST-ს ყოველწლიურად ახალი კონკურსის კატეგორიები ემატება.

წელს პირველად გაიმართება შემდეგი კონკურსები:
– რადიოელექტრონული  კონკურსი
– მოწინავე ავტონომიური სისტემების დიზაინისა და ოპერირების კონკურსი
– სამთო ტექნოლოგიების კონკურსი
– FPV უპილოტო საფრენი აპარატის თვალთვალის კონკურსი
– ტექნოლოგიები კაცობრიობის საკეთილდღეოდ

2018 წლიდან დღემდე TEKNOFEST-ზე განაცხადი 4 მილიონზე მეტმა ახალგაზრდამ შეიტანა. TEKNOFEST 2026 შანლიურფაში გააერთიანებს ახალგაზრდებს, მეწარმეებსა და ტექნოლოგიების მოყვარულებს საერთო მიზნის გარშემო.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ტექნოლოგიური კონკურსები, შთამბეჭდავი საჰაერო შოუები, პლანეტარიუმი, სიმულაციისა და გამოცდილების ზონები, სახელოსნოები, საგამოფენო და სავაჭრო სივრცეები, კონცერტები, წარმოდგენები და სხვადასხვა აქტივობა, რაც ყველა ასაკის სტუმარს შთამაგონებელი ფესტივალის გამოცდილებას შესთავაზებს.

საერთო ჯამში გათვალისწინებულია 75 მილიონი თურქული ლირის პრიზები და 100 მილიონ ლირაზე მეტი ფინანსური მხარდაჭერა“, — ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.