16-17 იანვარს, ზამთრის საშეჯიბრო სეზონს მესტიის ეტაპი  გახსნის. ზურულდის ტრასაზე სლალომის და გიგანტური სლალომის კატეგორიებში, გოგონათა და ვაჟთა შეჯიბრი გაიმართება. ასპარეზობაში მონაწილეობას მიიღებს თბილისის, გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარისა და ,,სკი ჰაუსის“ ოთხმოცამდე მოთხილამურე.

2026 წლის სეზონზე  საქართველოს თასის ეტაპები ზამთრის სხვადასხვა კურორტზეა დაგეგმილი. ამ სპორტული ღონისძიებების ჩატარებას აქტიურად უწყობენ ხელს რეგიონული მუნიციპალიტეტები. საქართველოს თასის გათამაშების ეტაპები სათხილამურო ფედერაციის და M.T.A („ემთი ეი“) -ს თანაორგანიზებით  და სილქნეტი სტრადიციული მხარდაჭერით იმართება.

საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ უკვე გამოაქვეყნა 2026 წლის საშეჯიბრო კალენდარი. მეორე ეტაპი გოდერძიზე (ჭანჭახი) 7-8 თებერვალს გაიმართება,  ბაკურიანი (დიდველი) 28 თებერვალსა და 1 მარტს მესამე ეტაპს უმასპინძლებს, გუდაურში კი დასკვნითი მეოთხე ეტაპი 21-22 მარტს ჩატარდება.  

ასპარეზობებს საქართველოს ჩემპიონატი დაასრულებს, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ის სპორტსმენები , რომლებიც საქართველოს რეგიონულ ეტაპებზე  შესაბამის ქულებს დააგროვებენ. ჩემპიონატი სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდება. კომპანია მეორე ათეული წელია სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორია და დაარსების დღიდან უწყვეტად უჭერს მხარს სათხილამურო სპორტის განვითარებას საქართველოში.