ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით, მუნიციპალური განვითარების ფონდის სატენდერო კომისიამ, ამ ეტაპზე, გამარჯვებული კომპანია ვერ გამოავლინა.

კომისიის შეფასებით, აუცილებელია სატენდერო დოკუმენტაციის, მათ შორის დამკვეთის მოთხოვნებისა და საკვალიფიკაციო კრიტერიუმების ხელახალი გადახედვა, რათა პროცესი მეტად სრულყოფილი და კონკურენტული იყოს.