რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთში რამდენიმე ევროპული კომპანიის აქტივები, კერძოდ — შვეიცარიული Nestle-ს, ფრანგული Auchan-ის შვილობილი კომპანიებისა და Leroy Merlin-ის წილები რუსულ შვილობილს, "დროებით მმართველობაში" გადასცა.
პუტინის ბრძანებულება მოიცავს აქციებსა და წილებს 81 საწარმოში, რაც მფლობელებს ფაქტობრივად ართმევს ამ აქტივების განკარგვის უფლებას. დოკუმენტში ჩამოთვლილია Nestle-ს აქტივები, შვეიცარიული კონცერნის შვილობილი კომპანიები რუსეთის ფედერაციაში, ფრანგული Auchan-ის შვილობილის აქტივები, აგრეთვე ფრანგული ლოგისტიკური კონცერნების — FM Logistics-ისა და NG Concept-ის და მათი შვილობილების აქტივები რუსეთში.
ასევე "დროებით მმართველობაში" გადავიდა ფრანგული Leroy Merlin-ის წილები კომპანია "ლე მონდიდში", რომელიც მან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყების შემდეგ შექმნა. თუმცა ამ შვილობილის წილების დიდი ნაწილი 2023 წელს არაბთა გაერთიანებული საამიროების მფლობელს მიჰყიდეს და პუტინის ბრძანებულება მას არ შეხებია.