მე მხოლოდ დადებითი შემიძლია ვთქვა ვანო ზარდიაშვილთან დაკავშირებით - უამრავი თანხა დაიზოგა მისი ხელმძღვანელობით ელექტროსისტემაში, ბევრი პროექტის ოპტიმიზაცია მოხდა, რის საფუძველზეც, სახელმწიფო ეკონომიურად ახორციელებდა შესაბამის პროექტებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

"ამასთან დაკავშირებით მიიღება გადაწყვეტილება უშუალოდ ეკონომიკის სამინისტროში. ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა - ვანო ზარდიაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს ელექტროსისტემაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. უამრავი თანხა დაიზოგა მისი ხელმძღვანელობით ელექტროსისტემაში. ძალიან ბევრი პროექტის ოპტიმიზაცია მოხდა, რის საფუძველზეც, სახელმწიფო ეკონომიურად ახორციელებდა შესაბამის პროექტებს. შესაბამისად, მე მხოლოდ დადებითი შემიძლია ვთქვა ვანო ზარდიაშვილთან დაკავშირებით. მისი საქმიანობა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იყო წარმატებული“, - განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ,   ვრცელდება ინფორმაცია, რომ სემეკის პირველადი დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ,  საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ხელმძღვანელი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ინფორმაციის გადასამოწმებლად "აიპრესი" ეკონომიკის სამინისტროა დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ ვანო ზარდიაშვილი არ გაუთავისუფლებიათ და შვებულებაში იმყოფება. 

საქართველოში 24 და 25 = ივლისს ელექტროენერგია სრულად გაითიშა, ქვეყნის პარალიზება მოახდინა. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ ფაქტზე რამდნეიმე განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარი იყო, რომ მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა  თუმცა, ამ დრომდე უწყებას ზუსტი მიზეზის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიამ 24 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო.

30 ივლისს სემეკ-ის სამუშაო ჯგუფმა საქართველოში 24 ივლისს ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზების შესწავლის პირველადი შედეგები წარადგინა. სადაც აღნიშნულია, რომ 24 ივლისს საქართველოს ენერგოსისტემა დარჩა იზოლირებული აზერბაიჯანის ენერგოსისტემიდან, სსე-ს უნდა ემოქმედა საქართველოს ენერგოსისტემის მდგრადობის უზრუნველყოფისთვის

ცნობისთვის, სუს-მა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.