საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება 10:15 საათისთვის სრულად აღდგა.

ელექტროენერგიის მიწოდება თბილისსა და რეგიონების ნაწილში ავარიულად დილით, 08:00 საათზე გაითიშა.

როგორც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში განაცხადეს, ავარიის დაფიქსირებისთანავე დაუყოვნებლივ დაიწყო ენერგოსისტემის აღდგენა.

„ინტენსიური და კოორდინირებული მუშაობის შედეგად ელექტროენერგიის ეტაპობრივად მიწოდება მომხმარებლისთვის უმოკლეს დროში დაიწყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამომწვევი მიზეზის დადგენა, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მივაწოდებთ ინფორმაციას“, – აღნიშნულია სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადებაში.

ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო შეფერხება იყო თბილისის მეტროსა და საქართველოს რკინიგზაში. ამ დროისთვის მათი მუშაობაც განახლებულია.