ამერიკულმა კოსმოსურმა ხომალდმა "ორიონმა", რომლის ბორტზეც ასტრონავტები არ იმყოფებიან, 21 ნოემბერს, მთვარეს დაახლოებით 130 კმ მანძილზე ჩაუფრინა, იგი პირველად მიუახლოვდა მას Artemis-1 მისიის ფარგლებში. ამის შესახებ აშშ-ს აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის ეროვნული ადმინისტრაცია (NASA) იუწყება.

Space Launch System (SLS) რაკეტმზიდის გაშვება, რომელმაც ხომალდი დედამიწის მახლობლად კოსმოსში მიიყვანა. გაშვება ფლორიდაში 16 ნოემბერს შედგა, მას შემდეგ, რაც იგი რამდენჯერმე გადაიდო ტექნიკური პრობლემებისა და უამინდობის გამო. მთვარისკენ მიმავალი გზა დაახლოებით ერთ კვირას გაგრძელდა, ახლა "ორიონმა" კიდევ სამი კვირა უნდა გაატაროს ფრენაში, რის შემდეგაც იგეგმება დედამიწაზე დაბრუნება.

Artemis-1 მთვარის პროგრამა პირველად საზოგადოებას 2020 წელს წარედგინა. მისი მიზანია ასტრონავტების დაბრუნება მთვარეზე ბოლო მისიიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ, ასევე მთვარის სადგურის მშენებლობა და პირობების მომზადება მომავალში მთვარის შესაძლო კოლონიზაციისთვის.

2024 წელს NASA გეგმავს ოთხი ასტრონავტის გაგზავნას მთვარეზე Artemis 2-ის მისიის ფარგლებში. პილოტირებულ ხომალდს მოუწევს დედამიწის თანამგზავრის ირგვლივ ფრენა, რის შემდეგაც ის წყნარ ოკეანეში დაეშვება. 2025 წელს დაგეგმილი Artemis-3 მისიის ფარგლებში ამერიკელ ასტრონავტებს მთვარის ზედაპირზე ხელახლა დაშვება შეეძლებათბჰ.