სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 132.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 1.7 პროცენტით მეტია.
აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 2 439.8 მლნ. აშშ დოლარი იყო, ანუ გაიზარდა 21.1 პროცენტით, ხოლო იმპორტი 5 692.3 მლნ. აშშ დოლარი – კლებამ 4.9 პროცენტი შეადგინა.
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი 2026 წლის იანვარ-აპრილში 3 252.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.0 პროცენტია.

