ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე  მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისს და მის თანმხლებ დელეგაციას შეხვდა. მხარეებმა ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების, ენერგეტიკული ურთიერთკავშირის და განახლებადი ენერგიის პროგრამის (ESPIRE) ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები  განიხილეს და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მიმდინარეობაზე იმსჯელეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნამსოფლიო ბანკის აქტიური მხარდაჭერით,  წარმატებით მიმდინარეობს შავი ზღვის ფსკერის კვლევის მოსამზადებელი სამუშაოებიშეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს აღნიშნული კვლევის შესრულების დეტალებზე და სამომავლოდ დაგეგმილ აქტივობებზერაც კაბელის მარშრუტის დეტალიზაციასგარემოსდაცვით  და სხვა  მიმართულებებს უკავშირდება.  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხირომელზეც შეხვედრის ფარგლებში ასევე იმსჯელესოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის კომპონენტი იყო,  რომელიც  ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ფარგლებში ხორციელდება

მსოფლიო ბანკის მისიასთან გამართულ შეხვედრაში ინგა ფხალაძესთან ერთად ასევე მონაწილეობდა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს წევრი ზვიად გაჩეჩილაძე.