13 მარტს, 13:00 საათზე Google და Admixer Advertising ბიზნეს ლიდერების, მარკეტინგისა და ანალიტიკის მენეჯერებისთვის ექსკლუზიურ ვებინარს ჩაატარებს. ის დამსწრე საზოგადოებას საშუალებას მისცემს სრულად გაეცნოს Google Analytics 360-ის (GA360) შესაძლებლობებს.

ვებინარზე Google-სა და Advertising-ის ექსპერტები დეტალურად განიხილავენ GA360-ის ძირითად ფუნქციებს და ინტეგრაციის შესაძლებლობებს, მომხმარებელთა ქცევის ანალიზის თანამედროვე მიდგომებს, პროცესების ავტომატიზაციისა და რეკლამის ხარჯების ოპტიმიზაციის გზებს, AI-სა და მანქანური სწავლების გავლენას მარკეტინგზე და ა.შ. გარდა ამისა, ვებინარზე მონაწილეები გაეცნობიან რეალურ ქეისებსა და მაგალითებს საერთაშორისო პრაქტიკიდან და მიიღებენ პრაქტიკულ რჩევებს თავიანთ საქმიანობაში GA360-ის დასანერგად.

რატომ GA360?

Google Analytics 360 არის გაუმჯობესებული ანალიტიკური პლატფორმა, რომელიც მონაცემების გაერთიანებისა და ანალიზის დახვეწილ ალგორითმებს იყენებს. მისი მეშვეობით კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა პროგნოზირებად ანალიტიკაზე, ავტომატიზაციაზე და ღრმა ინსაითებზე დაყრდნობით მიიღონ უფრო ზუსტი გადაწყვეტილებები. Google Analytics 360-ის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება თანამედროვე სწრაფად ცვალებად სამყაროში, რადგან დღეს ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი სწორედ მონაცემებზე დაფუძნებულ ანალიტიკაა.

ამიტომ დარეგისტრირდით ვებინარზე და მიიღეთ უმნიშვნელოვანეს ცოდნაზე წვდომა უფასოდ. მასზე დასასწრებად გადადით ბმულზე და გაიარეთ რეგისტრაცია წინასწარ. რეგისტრაციის შემდეგ მიიღებთ შეხვედრის ლინკს, ასევე, ვებინარის ჩანაწერსა და დამატებით სასარგებლო მასალებს.