საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2022 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.6 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ცნობით, უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს ჩინეთი იკავებს – 736.8 მლნ. აშშ დოლარით, მეორეზეა აზერბაიჯანი – 672.6 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს რუსეთი იკავებს – 651.6 მლნ. აშშ დოლარით.

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა – 1 024.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 18.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები – 903.8 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები – 459.8 მლნ. აშშ დოლარით.