საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გაუქმების შესახებ ეწინააღმდეგება ქართველების 80%-ის სურვილს და მათ კონსტიტუციას, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი, ჯიმ რიში სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი შეფასებით საქართველოს ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება უნდა გააუქმოს.
"ეს აჩვენებს ამჟამინდელი მთავრობის ნამდვილ სახეს. ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ძალადობა მომიტინგეებზე და გააუქმოს ეს გადაწყვეტილება", - წერს ამერიკელი სენატორი.
The Georgian gov’t’s decision to cancel EU negotiations goes against the wishes of 80% of Georgians and their constitution. It shows the true colors of the current gov’t. Authorities should cease violence against protestors & reverse this decision. https://t.co/ZJvWdaOves
— Senate Foreign Relations Committee Ranking Member (@SenateForeign) December 1, 2024