ლატვიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა და ქართველი ხალხისადმი ლატვიის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.  

"ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. კიდევ ერთხელ დავუდასტურე ლატვიის მხარდაჭერა ქართველი ხალხის, დემოკრატიული საქართველოსა და მისი ევროპული გზის მიმართ. მთავრობის გადაწყვეტილება ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ აშკარად ეწინააღმდეგება ხალხის ნებას და კონსტიტუციას." - წერს ედგარს რინკევიჩი.