რამდენიმედღიანი დებატების შემდეგ ირანის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის კაბინეტის ყველა წევრი დაამტკიცა. 

ეს ბოლო 23 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როცა პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტის 19-ვე წევრს მხარი დაუჭირა.

ახალი კაბინეტი მოიცავს რეფორმისტ ფიგურებს, როგორიცაა, მაგალითად, ჯანდაცვის მინისტრი მოჰამად რეზა ზაფარქანდი, რომელიც თანამდებობაზე დაინიშნა Იმის მიუხედავად, რომ ყველაზე ნაკლები, 163 ხმა მიიღო.

„ჩვენი ხსნის გზა ერთიანობა და სოლიდარობაა“, – განაცხადა პეზეშკიანმა 285 პარლამენტარის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.