Twitter-მა თანამშრომლებს განუცხადა, რომ კომპანიის ოფისები დროებით დაიკეტება. ამის შეცახებ BBC იტყობინება.

კომპანიის ოფიციალური ინფორმაციით, ოფისები ორშაბათამდე, 21 ნოემბრამდე იქნება დაკეტილი. მიზეზს წარმომადგენლები არ ასახელებენ.

განცხადება ოფისების დაკეტვის შესახებ მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც Twitter-ის ახალმა მფლობელმა ილონ მასკმა თანამშრომლებისგან ხელშეკრულებებში პირობების შეცვლა და მაღალი ინტენსივობით მუშაობაზე თანხმობის მიღება მოითხოვა.

"გთხოვთ დაიცვათ კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკა, არ განიხილოთ ინფორმაცია სოციალურ ქსელებში და მედიის წარმომადგენლებთან" - ნათქვამია Twitter-ის განცხადებაში.