დონალდ ტრამპმა გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელად თავისი ყოფილი თანაშემწე კაშ პატელი შეარჩია.
"კაშ პატელი არის ბრწყინვალე იურისტი, გამომძიებელი და მებრძოლი, რომელმაც თავისი კარიერა გაატარა კორუფციის მხილებაში, სამართლიანობისა და ამერიკელი ხალხის დაცვაში", – წერს ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში.
იმისთვის, რომ პატელმა თანამდებობა დაიკავოს, გამოძიების ფედერალური ბიუროს მოქმედი დირექტორი კრისტოფერ ურეი თანამდებობიდან უნდა გადადგეს ან უნდა გაათავისუფლონ, თუმცა ტრამპს ამის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია.
ამასთან, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩარლზ კუშნერი საფრანგეთში აშშ-ის ელჩად აირჩია.
კუშნერი არის უძრავი ქონების დეველოპერი და ტრამპის ქალიშვილის, ივანკა ტრამპის მეუღლის მამა. ეს ადმინისტრაციის პირველი თანამდებობაა, რომელიც ტრამპმა ოფიციალურად შესთავაზა ოჯახის ახლობელს.