დიდ ბრიტანეთში დაბრუნდა მოგზაური, რომელმაც 28 წლის განმავლობაში ფეხით 50 ათასი კილომეტრი გაიარა. 57 წლის ბრიტანელმა კარლ ბაშბიმ დაასრულა საფეხმავლო ლაშქრობა ოთხ კონტინენტზე და ჩავიდა თავის მშობლიურ ქალაქ ჰალში (ინგლისის ჩრდილო-აღმოსავლეთით), სადაც მას ასობით ადამიანი დახვდა.
"მე ეს მარტოს არ გამიკეთებია. მყავდა უზარმაზარი გუნდი - ყველაზე დიდი, რაც კი შესაძლებელია: მთელი პლანეტა დედამიწა. მხოლოდ მისი წყალობით შევძელი დაბრუნება", - განუცხადა ბაშბიმ დამხვედრებს.
მისი თქმით, მოგზაურობის დროს იგი ორ წესს იცავდა: გადასაადგილებლად არ გამოეყენებინა არანაირი მოტორიზებული ტრანსპორტი და არ დაბრუნებულიყო სახლში, სანამ დასახული ამოცანა არ შესრულდებოდა. ჰალის მერმა მარია კოუარდმა განაცხადა, რომ მთელი ქალაქი ამაყობს ბაშბის "დაუჯერებელი მიღწევით" და შთაგონებას იღებს მისი განწყობიდან, შეუპოვრობიდან და გამძლეობიდან.