ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ბ. ჟღენტის ქუჩის N31-ის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცის განახლება დაიწყო.

1 400 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის სკვერში გამოიცვლება ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, დამონტაჟდება ახალი საპარკო ავეჯი, განათებისა და სარწყავი ქსელები, მოეწყობა საბავშვო-გასართობი მოედანი, ფიტნეს ზონა და სავალი ბილიკები. პროექტის დასკვნით ეტაპზე სკვერი გამწვანდება. 

აღნიშნული სივრცის განახლების დეტალებზე ადგილობრივ მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი მაჟორიტარ დეპუტატ ბექა გელენავასთან ერთად ესაუბრა.