Trump Tower საქართველოში შემოდის და ის, საქართველოში არსებულ დეველოპერებთან ერთად, უმნიშვნელოვანეს და უმსხვილეს პროექტს განახორციელებს - ამის შესახებ - პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, რიმა ბერაძემ განაცხადა.
" ეს პროექტი არ არის მხოლოდ ბიზნესის განვითარება, ეს პოლიტიკური მიმართულებაც არის, რადგან ჩვენს ქვეყანაში არის სტაბილურობა და სტაბილურობიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ასეთი უმნიშვნელოვანესი პროექტი ქვეყანაში განხორციელებულიყო," - გზანაცხადა რიმა ბერაძემ.
ცნობისთვის, ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal - ი წერს, ტრამპის ორგანიზაცია" (The Trump Organization) და მისი პარტნიორები გეგმავენ Trump Tower Tbilisi-ს მშენებლობას. პროექტის პარტნიორი მხარის წარმომადგენლის განცხადებით, ეს იქნება დაახლოებით 70-სართულიანი მრავალფუნქციური შენობა, რომელიც საქართველოს დედაქალაქში ყველაზე მაღალი ნაგებობა გახდება.

