გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა უკანონო ტყითსარგებლობის 14 ფაქტი გამოავლინა

სამართალდარღვევები დაფიქსირდა ყვარელის,  საგარეჯოს, თელავის, ლაგოდეხის, ახმეტის, თიანეთის, დუშეთის, ბორჯომის, შუახევის, ხულოსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში.

ჯამში ამოღებულია დიდი ოდენობით უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის ხე-ტყე - 26 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის საშეშე მერქანი და 21 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი).

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და პრევენციულ ღონისძიებებსაც ატარებენ; მყისიერი რეაგირება ტარდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.

ვრცლად იხილეთ: https://des.gov.ge/Ge/News/Details/15037