Yandex Go-მ დაასრულა საქველმოქმედო აქცია „სიკეთის კვირეული“, რომელიც 24-დან 30 ნოემბერამდე გრძელდებოდა.

აღნიშნულ პერიოდში, ტაქსი, მიწოდების და კვების სერვისების მომხმარებელთა შეკვეთებიდან გარკვეული თანხა ქველმოქმედებაზე ირიცხებოდა. შედეგად კი ჯამში 40 ათასი ლარი შეგროვდა - რომელიც გადაირიცხება და მოხმარდება როგორც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვთა ოჯახებს, ასევე ბავშვთა ჰოსპისს, მნიშვნელოვანი საჭიროებებისთვის. აქცია საერთაშორისო საქველმოქმედო დღეს - „გულუხვი სამშაბათი“ - მიეძღვნა.

24-დან 30 ნოემბრის ჩათვლით, მთელი კვირის განმავლობაში Yandex Go ყოველი 10 კილომეტრზე, რომელსაც ტაქსის მძღოლები და კურიერები გადიოდნენ- 5 თეთრს, ხოლო საკვების სერვისში თითოეულ შეკვეთაზე (10 ლარიდან ზემოთ) — 50 თეთრს რიცხავდა სპეციალურ ანგარიშზე, ისე რომ მომხმარებლებისთვის მომსახურების ღირებულება არ შეცვლილა. 2024 წლის თებერვლიდან ქვეყანაში მოქმედებს საქველმოქმედო მგზავრობისა და მიწოდების პროგრამა, რომლის ფარგლებში უკვე შესრულებულია დაახლოებით 10 ათასი მგზავრობა.

კომპანია აგრძელებს გრძელვადიანი სოციალური ინიციატივების განვითარებას. „ისეთი ინიციატივები, როგორიცაა „სიკეთის კვირეული“, უკიდურესად მნიშვნელოვანია Firefly World-ის საქმიანობისთვის. Yandex Go უკვე მეორე წელია ეხმარება ჰოსპისს — როგორც საქველმოქმედო აქციებიდან გადმორიცხული თანხებით, ასევე ჩვენი ბენეფიციარებისთვის უფასო მგზავრობის უზრუნველყოფით. უკვე შესრულებულია 1700-ზე მეტი ასეთი მგზავრობა. ჩვენი ცენტრი მძიმე და უკურნებელი დაავადებების მქონე ბავშვებსა და მათ მშობლებს პალიატიურ კომპლექსურ მომსახურებას სთავაზობს.

შემოწირულება გვეხმარება ბავშვებს მივაწოდოთ აუცილებელი სამედიცინო და სარეაბილიტაციო მოწყობილობები, გავაუმჯობესოთ ჰოსპისში ყოფნის პირობები და გავაფართოოთ ოჯახების მხარდაჭერის პროგრამები“, — აღნიშნეს Firefly World-ში, რომელიც აქციის ერთ-ერთი ბენეფიციარი გახდა. Yandex Go ასევე დიდ ყურადღებას აქცევს სერვისის ხელმისაწვდომობას ჯანმრთელობის თავისებურებების მქონე ადამიანებისთვის. 2023 წლის ნოემბერში ტაქსის სერვისში დაემატა სპეციალური შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მონიშნონ მგზავრობისთვის მნიშვნელოვანი პარამეტრები.

აღნიშნული პარამეტრები არ ახდენს გავლენას მგზავრობის ღირებულებაზე, თუმცა ეხმარება მძღოლებს, გაითვალისწინონ მგზავრების ინდივიდუალური საჭიროებები. ფუნქციის ამოქმედებიდან მოყოლებული 5 700-ზე მეტმა უნიკალურმა მომხმარებელმა 70 000-ზე მეტი მგზავრობა შეასრულა სპეციალური შესაძლებლობების გამოყენებით.