ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის N1ა-ში, წყალსაწრეტი მილები გამოიცვალა. აღნიშნულ მისამართზე ამჟამად კორპუსის დაზიანებული სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, ახალი წყალსაწრეტი მილები ასევე ჩახავას N8-ში მოეწყო, უნივერსიტეტის ქუჩის N3-ში კი კორპუსის სახურავი რეაბილიტირდა. პროექტი გამგეობის "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში განხორციელდა.
ყოველი განხორციელებული სარეაბილიტაციო პროექტი ამხანაგობას დამატებით შესაძლებლობას აძლევს. ნებისმიერი პროექტის ღირებულების 5% - 10% მისი დასრულების შემდეგ ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება.
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა ამხანაგობის ვალდებულებაა.