კეთილმოწყობილი გამწვანებული სივრცეების შექმნა ვაკის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მიმდინარე წელს ვაკის რაიონს 12 ასეთი სივრცე შეემატება. სკვერებისა და სპორტული ზონების შექმნა ხუთ მისამართზე უკვე დასრულდა, ექვს მისამართზე სამუშაოები მიმდინარეობს, ერთზე კი - დაგეგმილია.
პროექტები აღნიშნულ სივრცეებში ყველა საჭირო ინფრასტრუქტურის არსებობას ითვალისწინებს. სამუშაოებისას მონტაჟდება საპარკო ავეჯი, ეწყობა განათების და სარწყავი ქსელები, საბავშვო-გასართობი მოედნები, დასასვენებელი პავილიონები, სპორტული აქტივობების მოყვარულთათვის კი ფიტნეს-ზონები და სპორტული მოედნები.
დასასვენებელი სივრცეების კეთილმოწყობის დასკვნით ეტაპზე გამწვანების სამუშაოები სრულდება, ირგვება ხეები და ბუჩქები.